ბახმუტში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს – ბახმუტის ვიცე-მერი

ბახმუტის მერის მოადგილის, ალექსანდრე მარჩენკოს განცხადებით, ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. მისი თქმით,  რუსები ქალაქს სრულად არ აკონტროლებენ.

„ამჟამად ქალაქთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. ის გარესამყაროს მოწყდა. ყველა ხიდი დანგრეულია. რუსები ყველაფრის განადგურების ტაქტიკას მიმართავენ“, – განაცხადა მარჩენკომ.

ოლექსანდრ მარჩენკოს თქმით, ბახმუტში ამ დრომდე რჩება 4 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები თავშესაფრებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ ბუნებრივი აირი და წყალი.

 

 

მსგავსი თემები