„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დამნაშავეები დაისაჯონ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უახლოეს ხანში შეიქმნება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.

„რუსეთის შემოჭრამ უკრაინას ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა. თითქმის ერთი წლის წინ მსოფლიომ აღმოაჩინა ბუჩას საშინელებები. მე თვითონ ვიყავი იქ და მოწმე გავხდი რუსული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს.

სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა პირდაპირი თავდასხმების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზე.

წამება, არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა, როგორც ცნობილია, ჩადენილია რუსული ძალების მიერ. ბავშვებსაც კი არ ზოგავენ. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საზარელ დანაშაულებზე. პუტინმა პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიის დანაშაულს.

და მე ვამაყობ, რომ ამ კონფერენციაზე, როგორც პირველი ნაბიჯი, თქვენ მოაწერთ ხელს შეთანხმებას აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ ჰააგაში.

ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს რუსეთმა საფასური გადაიხადოს. ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინის სამართლიანობისთვის“,- აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები