საპროტესტო აქციები საბერძნეთში – დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა

ათენსა და სალონიკში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები  28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაზე პასუხისმგებლობას საბერძნეთის რკინიგზის ხელმძღვანელობას და ხელისუფლებას აკისრებენ.

საპროტესტო აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ათენის ქუჩებში 2 000-მდე სტუდენტი გამოვიდა და ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების მიმართ პატივისცემის წუთიერი დუმილის გამოხატვის დროს პარლამენტთან გზა გადაკეტა.

შეტაკება  სამართალდამცავებსა და აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის მოხდა, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა.

საბერძნეთში 28 თებერვალს  სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლება ავარიის მიზეზად „ადამიანურმა შეცდომას“ ასახელებს.

მსგავსი თემები