,,დღეს დილით 170 ჰქონდა წნევა, ისე რომ ვერც ვიგრძენიო”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პოლონელი მედიკოსები საქართველოში ჩამოსვლამდე, სავარაუდოდ იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას მიიღებენ.

,,დღეს დილით 170 ჰქონდა წნევა, ისე რომ ვერც ვიგრძენიო, ახლა შედარებით ნორმალურია, მოწესრიგდა. ჯერჯერობით აქტუალურია ამ პოლონელების ჩამოსვლა და ველოდებით. არ ვიცი, ის ხალხი ტყუილად არ ჩამოვა თუ არ ექნებათ ნებართვა, ალბათ წინასწარ მიიღებენ ნებართვას ისე ჩამოვლენ, მე ასე მგონია, ისე არ ვიცი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები