ერთი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორეს მდგომარეობა კრიტიკულია

ცნობილია იმ ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა, ვინც გორში, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ირაკლი კობერიძეს  ცეცხლსასროლი იარაღით 20-მდე ტყვია ესროლეს. ვანო ღვინაშვილი კი მძიმედ დაიჭრა.

ღვინიაშვილს ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მას კიდევ ამზადებენ ოპერაციისთვის. როგორც გორის კლინიკის ექიმი აცხადებს, მდგომარეობა კრიტიკულია.  მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი.

დაპირისპირება გორში, რკინიგზის დასახლების სამრეცხაოში დაიწყო, რომელიც შემდეგ გარეთ გაგრძელდა. არის ვერსია რომ ბრალდებული მოკლულს და დაჭრილს ჩაუსაფრდა.

ვანო ღვინაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ექიმ იგორ გეორგიანის ინფორმაციით, ოპერაციული მკურნალობა გრძელდება.

მსგავსი თემები