მინისტრის განცხადებით, ელჩებს სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა არც მოუთხოვიათ

იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას გუშინ, ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანაზე საერთოდ არ უსაუბრიათ.

„ ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში. კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა, ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები