ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც სხვებთან ერთად უზრუნველყოფს რუსული ტერორისტული გეგმების დამარცხებას.

,,უკრაინის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკულ კომპანიებს უწევთ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს, თუმცა შესაძლებელი იქნება ასეთი სტაბილიზაციის გათიშვის თავიდან აცილებაც, თუ ყველა ჩვენგანი უკრაინაში შეგნებულად მივუდგებით მოხმარებას პიკის საათებში. ეს უმნიშვნელოა თითოეული ადამიანის სიცოცხლისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ენერგეტიკული სისტემის ფარგლებში. მაგალითად, ამ შაბათს ჩერნიგოვის რაიონის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის მოხმარება 20%-ით შეზღუდეს, ზოგადად ქვეყანაში კი, საშუალოდ 10%-ით. კიევის რეგიონმა მხოლოდ 7%-ით. გთხოვთ, მეტი გააკეთოთ თუ გაქვთ შესაძლებლობა. 17:00-დან 23:00 საათამდე უნდა შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს არის ნაბიჯი, რომელიც სხვებთან ერთად უზრუნველყოფს რუსული ტერორისტული გეგმების დამარცხებას.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის, მუშაობს და გვეხმარება გამარჯვებისთვის! ერთიანობა და ერთობლივი მოქმედება ჩვენი ძალაა!” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები