„არანაირი მტკიცებულება, მხოლოდ ერთადერთი – ოპერატორთან ზარი“ – ბადრი ესებუას საქმე

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატებმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე „მედიაცენრ მთავარში“ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ყაჩაღობაში ბადრი ესებუას მონაწილეობას ადასტურებს.

„დაზარალებულთაგან არც ერთი საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება, რომ დავუშვათ ვიღაც ხელს ადებს, ან დნმ – მსგავსი, რამ საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მდიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ესებუაზე დაკავების მომენტში იძალადეს, მას ნეკნები ტკივა და დარწმუნებულია, რომ მისი უდანაშაულობის დამტკიცება არ გაუიჭირდება.

 

მსგავსი თემები