„ბადრი ესებუა თავდაცვის სამინისტროდან მაჩალიკაშვილის თემის გამო გაათავისუფლეს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, ესებუას უწყებიდან გათავისუფლება მოკლული მაჩალისკაშილის საქმეს უკავშირდება. აღნიშნულ თემაზე ნიკა  მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„სახელმწიფო ბადრი ესებუას სჯის, იმის გამო რაც არ ჩაუდენია. მას დაუჭირეს ძმა და ამ საქმეს არაფერი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბადრი ესებუას ინტერესები დავიცვათ. ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. მას დევნიდნენ და იმდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინფორმაცია, რომ მას შეახოცეს ხელი. ის არ იმყოფებოდა იმ დროისათვის ზუგდიდში, როდესაც ბანკის ძარცვა მოხდა. მას ეშინოდა, რომ სახელმწიფო დასჯიდა და შესაბამისად, არ ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა იმის თქმა, რომ ის იმალებოდა არ არის მართებული.

ბადრი ესებუამ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში, ამის გამო ის იდევნებოდა და ის გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან. არა ერთხელ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეეკავებინა. რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო ბადრი ესებუა და რატომ შეიძლებოდა დაესაჯა სახელმწიფოს, ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მათ შორის, ბადრი ესებუასგან“, – განაცხადა ადვოკატმა  ნიკა მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ .

 

მსგავსი თემები