„ბადრი ესებუასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არსებობს“ – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკარები „მედიაცენტრ მთავართან” აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდებული უდანაშაულოა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატებმა – ლექსო კობაიძემ და ნიკა მემანიშვილნა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„არის მთელი რიგი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პასუხები არ გვაქვს. მაგალითად ერთ-ერთია, რეალურად სად მოხდა ბადრი ესებუას დაკავება. ასევე, რამდენად მოხდა მისი სახლში დაკავება, ეს საეჭვოა; ასევე, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება ესეც საეჭვოა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მასზე განხორციელდა ძალადობა. ასევე მას არ მისცეს ნაფიცი მსაჯულების არჩევის საშუალება.

მთავარი და ძირითადი, ბადრი ესებუას სასამართლოზე მოყავთ  ე.წ.  დაზარალებულები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ის პიროვნება არ არის ვინც ბანკი დააყჩაღა და მისი ამოცნობა არავის შეუძლია. ესებუასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არსებობს“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

 

მსგავსი თემები