“რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს, ვერასდროს” – პრეზიდენტი ბაიდენი   

უკრაინაში რუსული ომის წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.

“დიქტატორი, რომელიც მიისწრაფვის იმპერიის აღდგენისკენ, ვერსადროს წაშლის თავისუფლების მიმართ ხალხის სიყვარულს. სისასტიკე ვერასდროს გატეხს თავისუფლების ნებას. რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასდროს… დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე  უკრაინელმა მებრძოლებმა თავიანთი მიწა დაიბრუნეს. შარშან, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, – წერს პრეზიდენტი ბაიდენი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები