“გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – მეუფე გერასიმე

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდ-ცაიშისა და ავსტრია-გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ​კვირაცხოვლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზიარების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.

„გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ღვთისმშობლის წილხვედრს ქვეყანას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ძალიან ცოტანი ვართ და გამეტებით ვწირავთ ერთმანეთს, გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი ჩვენი“, – ამის მიტროპოლიტმა ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას. მან მრევლს პასკები და სააღდგომო კვერცხები დაურიგა.

მსგავსი თემები