„უკრაინის უძლეველობის წლისთავი“ – რუსლან სტეფანჩუკი

„დღეს უკრაინის უძლეველობის წლისთავია. ზოგადად, თებერვლის თვე ყველაზე მოკლეა, თუმცა ისე მოხდა, რომ უკრაინელებისთვის 2022 წლის თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი თვეა. თუმცა, ჩვენ გავუძელით“ – განაცხადა უკრაინის რადას თავჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით.

როგორც რადას თავმჯდომარემ აღნიშნა, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

„უმაღლესმა რადამ გამართა სხდომა.  ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის, პრეზიდენტების მიმართვებს მთელი მსოფლიოდან. ვიღებთ მხარდაჭერის დაპირებებს, რათა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. დღეს პარლამენტი არის ერთიანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერაში, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ჩვენ ერთიანი ვართ და ერთად მივდივართ გამარჯვებამდე.

მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე ამ გამარჯვებასთან გვაახლოებს. დღეს უკრაინაში 40-მდე ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ჩამოვიდა. ისინი აჩვენებენ, რა არის საპარლამენტო მეგობრობა და მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ასეთი პარტნიორებით, უკრაინის შეიარაღებული ძალებით, უკრაინელი ხალხის გმირობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

 

მსგავსი თემები