,,სამხედრო დანაკარგების ზრდასთან ერთად იზრდება კრემლის სასოწარკვეთილება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,ბოლო დღეებში მოსკოვიდან მოსმენილი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სამხედრო დანაკარგების ზრდასთან ერთად იზრდება კრემლის სასოწარკვეთილება,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა კვლავ საფრთხის ქვეშაა და ამიტომ ახლა დახმარების გაზრდის დროა.

,,ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან, მაგრამ პუტინი გაჩერებას არ აპირებს. ის ფსონს ზრდის და ასიათასობით რუსს აგზავნის როგორც საზარბაზნე ხორცს. ბოლო დღეებში მოსკოვიდან მოსმენილი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სამხედრო დანაკარგების ზრდასთან ერთად იზრდება კრემლის სასოწარკვეთილება, ილუზიები და დეზინფორმაცია. ეს კი აჩვენებს, რამდენად ძლიერი ზეწოლის ქვეშაა პუტინის რეჟიმი. თუმცა, ეს ასევე აჩვენებს, რომ უკრაინა კვლავ საფრთხის ქვეშაა და ამიტომ ახლა დახმარების გაზრდის დროა. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, სანამ რუსები არ შეაჩერებენ ომს და არ წავლენ უკრაინიდან”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები