,,მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან”- კელი დეგნანი

,,ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან,”- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დგას დასავლეთის გვერდით და უკრაინის გვერდით და ეს ძალიან დასაფასებელია.

,,ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კამპანია, რათა დაზიანდეს საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მიერ გაცხადებულ ნებას, რომ ქვეყანამ იმოძრაოს ევროპის მიმართულებით. ხალხს უნდა ევროპა, უნდა ეკონომიკა, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე. საქართველოს სჭირდება კარგი მეგობრები და ჩვენ სწორედ ასეთები ვართ, ამიტომ იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, რომ დააზიანოს ეს ურთიერთობები, მკაფიო გზავნილი უნდა მიიღოს ქართველი ხალხისგან, რომ ამ ქვეყნის არჩევანი არის ევროპა”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები