ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლე უკრაინის  ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა. აღნიშნული სიმბოლური აქტით გამოიხატება სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

შენობის ფოტოებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პრეზიდენტის სასახლეში დღეს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ არ შემეხო გამოიფინა. 24 თებერვლის 03:00 საათამდე ორბელიანის სასახლე ღიაა და მსურველებს გამოფენის დათვალიერება შეეძლებათ.

 

მსგავსი თემები