ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, ნატოს გენერალური მდივნობისთვის იბრძოლოს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ მალავს, რომ  ნატო-ს გენერალური მდივნობა სურს.

როგორც მან უკრაინულ ტელეარხ „RADA TV“-ს განუცხადა, ნატო-ს სათავეში ჩადგომა მშვენიერი აზრია.

„იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, – აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.

 

მსგავსი თემები