„ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“ – ევროსაბჭოს წევრები

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს წევრები უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ უკრაინის გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სამართალი, აღდგეს მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უზრუნველვყოფთ, უკრაინა აღდგეს და აღსრულდეს სამართლიანობა. მანამდე ჩვენ არ დავისვენებთ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ევროპული საბჭოს წევრები უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილად მიიჩნევენ.

„ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას. მივისწრაფვით, გამოვიყენოთ გაყინული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მივიღებთ სანქციების მეათე პაკეტს და გადავდგამთ ნაბიჯებს ევროკავშირის ზომებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები