,,ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ადამიანის უფლებების გამარჯვებას ნიშნავს.

მისი თქმით, სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის.

,,უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ადამიანის უფლებების გამარჯვებას უკანონობაზე, წამებასა და ნგრევაზე. ამიტომ სამართლიანობა უკრაინისთვის, არის სამართლიანობა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს უფლება, არ მოგვკლან საკუთარ სახლებში. თუმცა, უკანასკნელი ერთი წელია, უკრაინელებს კლავენ მთელი მსოფლიოს თვალწინ. მათ კლავენ საკუთარ ქალაქებში, სოფლებში, ბინებში, საავადმყოფოებსა და თეატრებში”, – განაცხადა ზელენსკამ.

მსგავსი თემები