,,ჩვენს გუნდშიც იყვნენ ჯაშუშები, ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები”- ირაკლი კობახიძე

,,ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს.

„მე ვარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება სახელობითად დავაკონკრეტო ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან. მაგრამ, ზოგადად მინდა ვთქვა, დავამშვიდო ეს ადამიანები, რომ ეს კანონი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას, ეხება მხოლოდ უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს. რაც შეეხება ჯაშუშებს, ზოგადად ვიტყვი, ჯაშუშები არიან ქართულ პოლიტიკაში. საიდან არიან ესენი მართული, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი, მაგრამ გეტყვით რომ იგივე ჩვენს გუნდშიც იყვნენ თავის დროზე ასეთი ადამიანები და ასევე იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშები, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად. ნებისმიერ დიდ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ პატარა სახელმწიფოში გარკვეული ტიპის ინტერვენცია განახორციელოს და რა თქმა უნდა ეს, მათ შორის, ხორციელდება ჯაშუშების მეშვეობით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები