,,რუსეთს აქვს კოლონიალური ამბიციები, 2008 წელს თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც”- დუდა

,,რუსეთს სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან მიიღოს სარგებელი,” – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,  ანჯეი დუდამ განაცხადა.  მისი თქმით, რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები.

„პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რუსეთმა უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან სარგებელი მიიღოს. ამის კარგი მაგალითი დღეს უკრაინაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა. ეს ომი იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი თავის იმპერიული ამბიციების აღდგენას ცდილობს და მან ეს უნდა შეაჩეროს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები