“თბილისში აშენდება „პოლიციის ქალაქი“ და 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას” – მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო პოლირიელებს წაახალისებს და ბინას აჩუქებს. როგორც გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა,  სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლიციელებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები.

„2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა.  2023 წლიდან კი,  შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების –  10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების.  2022-2023 წლებში, სამინისტროს  თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა. მუშაობა დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც იცით, ეს „ქალაქი“ აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები