,,რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინის არმია რუსულ არმიას”- დმიტრო კულება

,,რაც მეტად კოორდინირებული ვიქნებით, უფრო მალე განდევნის უკრაინის არმია რუსულ არმიას და უფრო მალე აღდგება მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში“,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და  ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა და პარტნიორები  ყველაზე მასშტაბურ ლოგისტიკურ ოპერაციას ახორციელებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

,,შევთანხმდით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა ვუპასუხოთ სამ შეკითხვას – როგორ ვაწარმოოთ ვაჭრობა ყველაზე ეფექტურად, როგორ ვაწარმოოთ და შევისყიდოთ შეიარაღება და აღჭურვილობა, როგორ მივიტანოთ ეს ყველაფერი ბრძოლის ველზე,”- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები