რუსეთმა ხერსონი დაბომბა – დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი

რუსეთი ძალებმა 21 თებერვალს ხერსონი დაბომბეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

თავდასხმას სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა.

,,რუსეთი მასობრივად ბომბავს ხერსონს. კვლავ უმოწყალოდ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს. დაზიანდა ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფართები, მაღალსართულიანი შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ამ ტერორისტულ თავდასხმებს, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა. მსოფლიოს არ აქვს უფლება ერთი წუთით მაინც დაივიწყოს, რომ რუსეთის სისასტიკესა და აგრესიას საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი ყველა მის არაადამიანურ დანაშაულზე ჩვენი ხალხისა და უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები