,,ამ დონეზე მისვლა უხერხულია”- ლუკაშენკო სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებაზე

,,ამ დონეზე მისვლა უხერხულია,” – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადა.

ლუკაშენკომ აღნიშნულის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო საგარეო მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა.

,,ვადევნებ სიტუაციას საქართველოში, მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში და არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, იქიდან გამომდინარე რომ ის ხომ მაინც პრეზიდენტი იყო. ამ დონეზე მისვლა უხერხულია”,- განცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა.

 

მსგავსი თემები