„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია”- პუტინი

„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინი კონფლიქტის გაღვივებაზე, მის ესკალაციასა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობას დასავლეთს და უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს.

„დასავლური ელიტა არ მალავს თავის მიზნებს, როგორც ამბობენ – რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ეს პირდაპირი ციტატაა. რას ნიშნავს? რა არის ეს ჩვენთვის? ეს ნიშნავს ჩვენს ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი გეგმავენ ადგილობრივი კონფლიქტის  გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას. ჩვენ ზუსტად ასე გვესმის. ჩვენ მასზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენი ქვეყნის არსებობაზე, თუმცა შეუძლებელია, მათ არ იცოდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ დამარცხდება“ – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები