,,რატომ იღებს დღემდე აშშ რუსეთიდან ძალიან დიდი ოდენობით სასუქებს? – საკუთარი მოსახლეობის ინტერესები აწუხებს”- კობახიძე

,,ევროკავშირის ქვეყნები მთლიანობაში დღეში ერთ მილიარდზე მეტს უხდიდნენ რუსეთს მარტო ნავთობპროდუქტებში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსულ ნავთობპროდუქტებზე საქართველოს დამოკიდებულების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ”ერთი მხრივ, მხარს უჭერდნენ უკრაინას და მეორე მხრივ, აფინანსებდნენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ”.

„ყველა სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ყველამ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნები მთლიანობაში დღეში ერთ მილიარდზე მეტს უხდიდნენ რუსეთს მარტო ნავთობპროდუქტებში, ერთი მხრივ, მხარს უჭერდნენ უკრაინას და მეორე მხრივ, აფინანსებდნენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყნის არის ის, რომ საკუთარი მოსახლეობის ინტერესები არ დავაზარალოთ. ინფლაცია ისედაც სერიოზული პრობლემაა და ყველაფერი გაკეთდა, რომ ინფლაციის დონე შენარჩუნებულიყო სათანადოდ, მათ შორის, ამას ემსახურებოდა გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულ იქნა ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით. ყველა სახელმწიფო მოქმედებს ასე. რატომ იღებს დღემდე აშშ რუსეთიდან ძალიან დიდი ოდენობით სასუქებს? – საკუთარი მოსახლეობის ინტერესები აწუხებს, ჩვენც გვაწუხებს ჩვენი მოსახლეობის ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები