„სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს“ – მარია ზახაროვა

რუსული მხარე უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის ბედს უწინასწარმეტყველებს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.

„შოუ – შუშის მიღმა სააკაშვილთან სულ უფრო ამაღელვებელი ხდება… მსოფლიომ ნახა კადრები, თუ როგორ ვერ აღწევს მიშიკო საწოლს, თუმცა, უცნობია საიდან აღმოჩნდა ეს კადრები CNN-ის განკარგულებაში“ , – ამბობს ზახაროვა.

მისი დასკვნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთის მიერ შემუშავებული მასალაა.

„მაშ ვინ ლობირებს მას ასე? პასუხი მოვიდა (ნეტავ, ვის უკვირს) შეერთებული შტატებიდან. „Reuters“-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი „Ackerman“, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც, შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია“ , – ამბობს ზახაროვა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ბედი ბევრს ელის.

„როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან გადასაყვანად, და – პიკანტური დეტალი! – გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ – უცხოური დაფინანსების შესახებ დროულად არ აცხადებენ. სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის. თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, – წერს მარია ზახაროვა.

 

მსგავსი თემები