ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ რუსეთს წინასწარ აცნობეს

უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, ეს უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთს წინასწარ აცნობეს.

„საბაზისო კომუნიკაცია რუსებთან კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდებისთვის შედგა“ – განმარტავენ თეთრ სახლში.

პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის პერიოდში საჰაერო რადარი E-3 Sentry და ელექტროთვითმფრინავი RC-135W Rivet Joint  პოლონეთის საჰაერო სივრციდან აკვირდებოდნენ კიევს.  ჯო ბაიდენი უკრაინაში დაახლოებთ 5 საათი გაჩერდა.

 

მსგავსი თემები