თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა.

სტიქიისზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.

თურქეთის ხელისუფლება სამაშველო ოპერაციას კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში გააგრძელებს.

თურქეთს და სირიაში მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 46 000-ს აჭარბებს. სირიაში მთავრობის და ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ რაიონებში 5 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არც თურქეთს და არც სირიას არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

მსგავსი თემები