უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტის დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტის დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად –  ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვაზე, ღირს თუ არა ხალხის დაკარგვა პატარა ქალაქ ბახმუტის დასაცავად.

ზელენსკის თქმით,  უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ბახმუტოს დაცვა, თუმცა არა ნებისმიერ ფასად და არა იმისთვის, რომ ყველა დაიღუპოს.

„რუსებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს მიაღწევენ უკრაინის დაპყრობას, როგორც ამას იმედოვნებდნენ. ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის. რაც უფრო სწრაფად მივაღწევთ გამარჯვებას , მით ნაკლები მსხვერპლი გვექნება. 2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამას ჩვენთვის სარგებელი არ მოუტანია. მინსკის შეთანხმებებმა პუტინს დრო მისცა მოსამზადებლად. აღარ გავებმებით იმავე ხაფანგში. ჩვენი ჯარისკაცები უფრო მოტივირებულები არიან, რადგან იცავენ თავიანთ ოჯახებს, სახლებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები