გერმანიის კანცლერს თეთრ სახლში ელოდებიან

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ში მარტის დასაწყისში ჩავა. კანცლერი 3 მარტს, თეთრს სახლში ჯო ბაიდენს შეხვდება.

„კანცლერის ვიზიტი შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებულ შტატებსა და ნატოში ჩვენ მოკავშირე გერმანიას შორის მეგობრობის ღრმა კავშირები”, – აცხადებენ თეთრ სახლში.

კანცლერი და პრეზიდენტი უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ უკრაინის საკითხსა და  გლობალურ უსაფრთხოებაზე.

 

მსგავსი თემები