სლოვაკეთმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებულია.

რეზოლუციით  სლოვაკმა დეპუტატებმა უკრაინაში რუსეთის სისასტიკე დაგმეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს. რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. “რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილი რჩება.

რეზოლუციის მიხედვით, სლოვაკი დეპუტატები გმობენ რუსეთის ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუციას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.

 

მსგავსი თემები