უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 „აზოვსტალის“ მებრძოლია

„დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო პირი მოდის. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. ახლობლები მათ ასე დიდ ხანს ელოდებოდნენ. გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, – აცხადებს ერმაკი.

მსგავსი თემები