თურქეთში, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ადიამანის პროვინციაში, მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს.

ასევე, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს.

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები