სენაკი – ფოთის მაგისტრალზე მანქანა არხში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი – ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე. ჭალადიდის მონაკვეთთან მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და  ხრამში ჩავარდა.

დაშავებულია ოთხი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები