,,ველოდებით მასიურ თავდასხმას”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უახლოეს დღეებში რეგიონზე მასიურ თავდასხმას ელოდებიან.

მისი თქმით, რუსულ ძალებს აქვთ ბრძანება, შევიდნენ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

„უკვე ახლა ვაფიქსირებთ დაბომბვის რაოდენობის ზრდას, როგორც საარტილერიო, ასევე საჰაერო“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მსგავსი თემები