„უკრაინა მარტო არ არის“ – ბრიტანეთმა 1000-ზე მეტი რუსი ოლიგარქი „გააშავა“

ბრიუსელში, „დიდი შვიადიანის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს და რუსეთს  კიდევ ერთხელ შეუთვალეს, რომ უკრაინა მარტო არ არის და ეს მან კარგად უნდა იცოდეს.

ერთ-ერთი, ვინც ამ გზავნილს ბევრჯერ აჟღერებს, ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონია.

„გზავნილი, რომელიც პუტინს შეუძლია, მიიღოს არის ის, რომ უკრაინა მარტო არ არის, ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ლვოვისა და დონეცკის მოსახლეობასთან ერთად. დიდმა ბრიტანეთმა გრძელვადიან პერსპექტივაში მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას მისი მოძალადე მეზობლის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, უკრაინის ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და პუტინი უნდა დამარცხდეს, და ის დამარცხდება“, – ასეთია ბორის ჯონსონის გზავნილი ბრიუსელიდან.

პრემიერის განცხადებით,  დიდმა ბრიტანეთმა სანქციები  1 000-ზე მეტ რუს ოლიგარქს დაუწესა.

მსგავსი თემები