ციკლონი ახალ ზელანდიაში – ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალ ზელანდიაში, ციკლონ „გაბრიელეს“ გამო  ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ციკლონი ჩრდილოეთ კუნძულს უახლოვდება.

58 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  გაუქმნდა ასობით ავიარეისი.

საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის, კირან მაკანულტიმ განცხადებით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებას განიხილავს. მისი თქმით, ორშაბათი იქნება კრიტიკული დღე ძლიერი ქარისა და წვიმის „უაღრესად საშიში“ კომბინაციის გამო.

 

მსგავსი თემები