თურქეთში 20 დღის ჩვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ, ჰათაის პროვინციაში,მაშველებმა ნანგრევებიდან 20 დღის ჩვილი ამოიყვანეს. ბავშვს ხელებში დედის თმა ჰქონდა დარჩენილი.

ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის თავს კარგად გრძნობს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი თემები