“დეტალურად განვიხილავთ ყველა კლინიკის რესურსს, არ არის ცუდი სცენარის მოლოდინი, თუმცა მზაობა უნდა იყოს” – დიმიტრი ხუნდაძე

“საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რეგიონების მასშტაბით მოხდეს შემოწმება, რადგან კრიზისულ ფაზაში მოგვიწევს გადასვლა, სადაც იქნება პაციენტების მოზღვავება კლინიკებში. ამიტომ კლინიკების მზაობა უნდა იყოს შესაბამისი”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახეთში მოქმედ ცხელების ცენტრში განაცხადა, სადაც დაწესებულებების მდგომარეობას გაეცნო და მედპერსონალს შეხვდა

“შევამოწმეთ ქუთაისის,ფოთის და ახლა თელავში ვართ. ჩვენ შევამოწმეთ თუ როგორ მოხდება პაციენტის მიღება და შემდეგ ტრიაჟი. როგორ ხდება ინსტრუქტაჟი მედპერსონალის. ვნახეთ თავისუფალი სივრცეების გამოცალკევება, ძირითადი კლინიკისგან რომ იყოს იზოლირებული სივრცეები, სადაც შესაძლო დაინფიცირებულებს მიიღებენ. ამ შემთხვევაში როგორ მოხდება პაციენტის სწორად განთავსება და მართვა.

მნიშვნელოვანია მედპერსონალის მზაობა, რომ ყველას ქონდეს თავისი ადგილი განსაზღვრული და იცოდეს რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველა კლინიკის რესურსს, უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისთვის. მაინცდამიანც არ არის ცუდი სცენარის მოლოდინი, თუმცა მზაობა უნდა იყოს. არის კლინიკები, სადაც ფიქსირდება ხარვეზები და ჩვენ ვეხმარებით და რეკომენდაციებს ვაძლევთ. კლინიკების უმეტესობა მზადაა მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი.” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კახეთის რეგიონში 4 ცხელების ცენტი ფუნქციონირებს. მათ შორის ორი თელავში, ერთი ლაგოდეხში და ერთიც საგარეჯოში.

მსგავსი თემები