,,ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ჩვენ ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერზე” წერს.

მისი თქმით, მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.

„იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით”, – წერს თურქეთის ლიდერი.

თურქეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, დღეს, გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას სულ მცირე 76 ადამიანი ემსხვერპლა, 440 კი დაშავდა.

 

მსგავსი თემები