,,რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება.

მისი თქმით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა ტანკებით, მოიერიშე თვითმფრინავებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით.

„კრამატორსკი. რუსმა ტერორისტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ზოგიერთი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. მათ ტერორის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ. რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა ტანკებით. მოიერიშე თვითმფრინავებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბა, რის შედეგადაც მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი – დაშავდა.

მსგავსი თემები