,,არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,” – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ კითხვას.

პრეზიდენტმა ”ბლუმბერგთან” საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დადგა დრო ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად“.

მისი თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს, რაც, მისივე განცხადებით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო თავისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ მოიაზროს.

„თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები