,,არ შეიძლება, თვითდაზიანება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს”- მამუკა მდინარაძე

,,არცერთი სახელმწიფო არანაირი თვითდაზიანების პირობებში არ მიჰყვება ტერორისტულ ულტიმატუმს, რომ თვითდაზიანება შეიძლება, გათავისუფლების საფუძველი გახდეს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, ყოველთვის არსებობდა თვითდაზიანების პრაქტიკა, თუმცა მსგავსი ულტიმატუმის გამო არცერთ სახელმწიფოს არ გაუთავისუფლებია პატიმარი.

„ნებისმიერი ფორმით თვითდაზიანების შემსწრეა ეს სისტემა და არცერთი შემთხვევა არ არის, რომ თვითდაზიანების გამო რომელიმე ნორმალურ სახელმწიფოს დაეშვას, ამ ულტიმატუმით პატიმარი გაეთავისუფლებინოს. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, რაც პირდაპირ ურტყამს ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საპატიმროების წესრიგს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მსგავსი თემები