რუსეთმა კრამატორსკი დაბომბა – დაიღუპა მინიმუმ 3 და დაშავდა 21 ადამიანი

რუსეთის ძალებმა პირველი თებერვლის ღამეს დონეცკის ოლქში, კრამატორსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს.

თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, საცხოვრებელ უბანს თავს “ისკანდერ-K” ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები