ნაპოლში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ქალაქ ნაპოლში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„სამწუხაროდ კიდევ ერთი მტკივნეული ამბავი შეგვატყობინეს.. ქალაქ ნაპოლში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, ჯული შულაია. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ნატანჯი სული…! (საქართველოს და ოჯახის მონატრება გაიყოლა უფალთან, ცათა სასუფეველში) დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ემიგრანტებს… ოჯახს და საქართველოს…“ – ნათქვამია ჯგუფის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები