ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი საკადრო ცვლილებებს აანონსებს.  ზელენსკის თქმით,   ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება.

„ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები.  ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სავარძლებში დიდიხანს ყოფნა არ ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინაში დაგეგმილ ახალ რეფორმებზე ისაუბრა.

„ეს იქნება რეფორმები, რომლებიც ბევრი ასპექტით შეცვლიან სოციალ-სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას, გახდიან მათ უფრო ადამიანურს, გამჭვირვალესა და ეფექტურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები