ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს.

„პრინციპში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნებისმიერმა შეიარაღებამ არ უნდა შეუწყოს ხელი ესკალაციას. ასევე  შეიარაღება არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობის ძალისხმევისთვის. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იარაღის ნებისმიერმა მიწოდებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.

მსგავსი თემები