„ხაბეიშვილი ქუჩის ხულიგნის იმიჯი აქვს“ – გია ხუხაშვილი

პოლიტიკური ანალიტიკოსის, გია ხუხაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეს ხულიგნის იმიჯი აქვს და მას სერიოზულად არავინ დაელაპარაკება.

„ვერ  წარმომიდგენია ვერც ერთი ელჩი, რომელიც ხაბეიშვილთან დაჯდება და სერიოზული საკითხების განხილვას დაიწყებს. ის უცხო სხეულია დასავლეთისთვის, ის არის ქუჩის ხულიგანი, ასეთი იმიჯი აქვს. შესაბამისად, დასავლეთიც სკეპტიკურად შეხედავს მის კანდიდატურას და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას“ – აცხადებს ხუხაშვილი.

მსგავსი თემები